ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წვიმა და ძლიერი ქარი – 1-ელი მარტის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  პირველი მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

სააგენტოს ცნობითვე, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

 

იტვირთბა....