დედაქალაქის მერი, კახი კალაძე დღეს იუბილარია.
ამასთან დაკავშირებით კი ის სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და თითოეულ ადამიანს, ვინც დაბადების დღე მიულოცა, მადლობას უხდის.
“ჩემო საყვარელო ხალხო, უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ყველას სათითაოდ გადაგიხადოთ მადლობა.
ჩემთვის ძვირფასია თქვენი ყურადღება, თითოეული თქვენი გზავნილი, მადლობა ამდენი თბილი, კეთილი სიტყვისთვის, სურვილისთვის! მადლობა. იმ სტიმულისთვის და მოტივაციისთვის, რაც დღეს მივიღე!
ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი სიყვარულია. სადაც უნდა ვიყო, როგორც უნდა ვიყო, ყოველთვის მიგულეთ თქვენ სამსახურში, თქვენ მეგობრად და თანამებრძოლად!” – წერს კახი კალაძე.