ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი თუ თქვენს მხარეს დგას ე.ი. თქვენ უკვე აპრიორში დგახართ არასწორ მხარეს” – ეკონომისტი “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს მიმართავს

ეკონომისტი, ირაკლი ლატარია ქუთაისში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას ეხმიანება.

როგორც ლატარია სოციალურ ქსელშ წერს, ის აქციის მონაწილეებს მიმართავს, რომ იქნებ დაფიქრდნენ. ეკონომისტის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილებიის მახარეს დაგას, ე.ი. ისინი უკვე არასწორ მახრეს დგანან.

“რთულია, როდესაც ხედავ რომ შენი თანამოქალაქე აპროტესტებს შენებას. რთულია, როდესაც ხედავ, მართლაც გულანთებულ ადამიანს აქციაზე, რომლის მიზანიც არის საკუთარი ქვეყნის დაცვა, საკუთარი პატრიოტიზმის გამოვლინება, მაგრამ ყველაზე რთულია, როდესაც აქციას მხარს უჭერს ის ადამიანი, რომელიც გაიქცა ქვეყნიდან, რომელიც შემჩნეულია რუსული საქმის კეთებაში, რომელმაც საქართველოს ჰესების უმრავლესობა გადასცა რუსეთს, რომელიც რამდენიმე წლის წინ მხარს უჭერდა ახალი ჰესების მშენებლობას და ა.შ.

რთულია, როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ მეტი ჰესი ნიშნავს მეტ თავისუფლებას, მეტ დამოუკიდებლობას და ამ ყველაფერს ანგრევს და წინ უდგება ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიცაა სააკაშვილი.

მინდა ვთხოვო აქციის მონაწილეებს, იქნებ დაფიქრდეთ? სააკაშვილი თუ თქვენს მხარეს დგას, ე.ი თქვენ უკვე აპრიორში დგეხართ არასწორ მხარეს.

ნუ შეუშლით ხელს შენებას და ნუ გახდებით სააკაშვილის თანამოაზრენი.” – წერს ეკონომისტი.

იტვირთბა....