ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნების” დეპუტატი განმარტავს, რატომ აღნიშნა შეზღუდვების დროს დაბადების დღე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი “მთავარი არხის” ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ კომენტარს “ნეტგაზეთთან” აკეთებს.

აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერით გავრცელებულ სიუჟეტს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა დეპუტატი ამბობს, რომ თავისი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. თუმცა მისი თქმით, გულსატკენია, რომ მის დაბადების დღეს “აბსურდული” გამოხმაურებები მოჰყვა.

“1974 წლის 23 თებერვალს ვარ დაბადებული. ბავშვს დაჭირდა ცნობა საზაფხულო სკოლისთვის და როდესააც ცნობის ასაღებად მივიდა ბავშვი, იქ ამოვარდა ის, რომ ის, რომ ჩემი დაბადება გატარებული ყოფილა პირველ მარტს. ეს იყო სურპრიზი როგორც ჩემთვის, ასევე დედაჩემისთვის. მომიწია მთელი ამ დოკუმენტაციის გადაკეთება პირველ მარტზე, იმიტომ, რომ სარწმუნო წყაროდ ითვლება სამშობიაროში პირველი ჩანაწერი. ამის გამო მომიწია პასპორტების შეცვლა და ყველაფრის გადაკეთება. ყველას აქვს თავის აზრის გამოხატვის უფლება. გარკვეულწილად გულსატკენია, იმიტომ, რომ მქონდა დაბადების დღე, ათას სისულელეს და აბსურდს წერენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გული მტკივა ამ თემაზე — 23 თებერვალს დაბადებული და პირველი მარტია ოფიციალური და ათასი კუდი მიაბეს”, – განაცხადა ობოლაშვილმა.

რაც შეეხება იმ აზრს, რომ 23 თებერვალს “ოცნების” წარმოამდგენლები  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას აღნიშნავდნენ, ამას დეპუტატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას უარყოფს.

“მე არ ვაპირებდი არაფრის გადახდას და არც წვეულებისთვის მზადება არ მქონია, სახლში ვიყავი და მოვიდნენ მეგობრები და მეგობრებს ხომ უნდა დახვდე? ვახშამი მქონდა, წვეულება და ამბები არანაირად… სტუმარს ხომ არ ჰკითხავ საშვი გაქვს თუ არა. მოგონილი და შეთიხნილია, რომ წინასწარ დაგეგმილი წვეულება იყო. მელიას დაჭერას აღნიშნავენო, სრული აბსურდია. ჯერ ნებისმიერი ადამიანის დაკავება როგორ უნდა გაგეხარდეს?” — განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც საუბარია “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სახლში გამართული წვეულების შესახებ. გასულ სიუჟეტში დეპუტატი თავად ამბობს, რომ წვეულება მის დაბადების დღეს უკავშირდება, თუმცა “მთავარი არხის” ინფორმაციით, მმართველი პაარტის წარმომადგენლები “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ზეიმობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სიუჟეტის გასვლის შემდეგ მედიაში “ოცნების” დებპუტატის  ოფიციალური ბიოგრაფიული მონაცემები მალევე გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია, მისივე პირადობის მოწმობაში რეგისტრირებულ დაბადების თარიღს არ ემთხვევა.

იხ: ვიდეო

იტვირთბა....