ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გადაწყვეტილებებს მომავალ კვირას გამოვაცხადებ” – რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწევს, ვინაიდან მმართველ გუნდს სხვა ალტერნატივა არ აქვს.

მიხელ საკაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცებეს გამოეხმაურა და დასძინა, რომ თავის სამომავლო გეგმებს ის მომდევნო კვირაში გამოაცხადებს.

“ნიკა მელიას გამოშვება აუცილებლად მოუხდებათ, ისევე როგორც რურუასი, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრების. მაგალითად, მიხეილ ბატურინის, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ეჭვი აქვთ, შეიძლება სააკაშვილთან რამე კავშირი აქვს და უკრაინელი მეზღვაურების, რომელიც იქ არის. მოუხდებათ აუცილებლად რიგგარეშე არჩევნებზე წასვლა, ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს.

ჩემს გადაწყვეტილებებს მე მომავალ კვირას გამოვაცხადებ. გამოვაცხადებ ჩვენი გამარჯვების ჩემეულ გეგმას და ხედვას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....