სამართალდამცავებმა მიანმარში აქციის მონაწილეებს ესროლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაიჭრა აქციის რამდენიმე მონაწილე.
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ვითარება უკვე მე-2 დღეა, უკიდურესად დაძაბულია, გუშინ დაპირისპირებას ქალი ემსხვერპლა.
მიანმარში უკვე 1 თვეა სამხედრო გადატრიალებაა.
ჯარისკაცებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. დაპატიმრებულია ქვეყნის პრეზიდენტი.