ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ის კი არ მიკვირს ხელისუფლების ხელისბიჭები როგორ ხდებიან, არამედ ის, რომ ყველა “პრობკას” როგორ ერგებიან” – ოქრუაშვილი “ოცნების” დეპუტატის სასახლეში გამართულ წვეულებაზე საუბრობს

“მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, რომ 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავება “ქართულმა ოცნებამ” ანტონ ობოლაშვილის სასახლეში აღნიშნა, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ოქრუაშვილი წერს, ის კი არ უკვირს, თუ როგორ ხდებიან ანტონ ობოლაშვილე და ანზორ ბოლქვაძე “ხელისუფლების ხელისბიჭები”,  არამედ ის ეს ადამიანები, როგორ დგანან კანონზე მაღლა.

“ანტონ ობოლაშვილის და ანზორ ბოლქვაძის ის კი არ მიკვირს ყველა ხელისუფლების ხელისბიჭები როგორ ხდებიან, ყველა “პრობკას” როგორ ერგებიან, საშვებს როგორ ჩალიჩობენ ან ჩვენზე და კანონზე მაღლა როგორ დგანან. არა ეგ არაა გასაკვირი.

სულ სხვა რამ მაკვირვებს ეგეთებს რომ ვუყურებ.

ერთი უცხო ენა მაგათ არ იციან, ბიზნესლექსიკა ხომ თავისთავად, თერგვისის ტექნიკუმზე მეტი განათლება არ მიუღიათ და ასეთი ხალხი ფულს როგორ შოულობს ეგ მაინტერესებდა ყოველთვის.

პ.ს. ბიძინაზეც იგივეს ვფიქრობ.” – წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც საუბარია “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სახლში გამართული წვეულების შესახებ. გასულ სიუჟეტში დეპუტატი თავად ამბობს, რომ წვეულება მის დაბადების დღეს უკავშირდება, თუმცა “მთავარი არხის” ინფორმაციით, მმართველი პაარტის წარმომადგენლები “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ზეიმობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სიუჟეტის გასვლის შემდეგ მედიაში “ოცნების” დებპუტატის  ოფიციალური ბიოგრაფიული მონაცემები მალევე გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია, მისივე პირადობის მოწმობაში რეგისტრირებულ დაბადების თარიღს არ ემთხვევა.

იხ: ვიდეო

 

იტვირთბა....