ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დავიღალე… მაგინებთ, მლაძავთ და სისულელეს წერთ ჩემს წინააღმდეგ” – გიორგი ფხაკაძის ემოციური მიმართვა

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.

ჯანდაცვის ექსპერტი აღნიშნულ მიმართვაში ჩეხეთში მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე წერს, რომ მის გაფრთხილებას და რჩევებს არ ითვალისწინებენ. უფრო მეტიც ექიმი თავისივე პოსტში დასძენს, რომ ძალიან დაიღალა.

“აგერ ბატონო ….  ფხაკაძე გაფრთხილებთ მაგრამ ვინ გისმენს, მაგინებთ, მლაძავთ, 1000 სისულელეს წერთ ჩემს წინააღმდეგ…. ჩემი თუ არ გჯერათ ნახეთ თუ რა ხდება ჩეხეთში… თავის მოტყულება რატომ გვიყვართ, მართლა ვერ გავიგე … დავიღალე ოღონდ მართლა. არაფერი არ გვაქვს, რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში. ტყუილი, კორუფცია, არა პროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ექსტრემიზმი, ფარისევლური მორწმუნეობა და ყველაფრის შეფუთვა პოლიტიკურ ფერში….
დავიღალე …. პ.ს.  დაგვერხა თან ძაან მაგრად!” – წერს ფხაკაძე.

❗️❗️❗️აგერ ბატონო ….
✅ფხაკაძე გაფრთხილებთ მაგრამ ვინ გისმენს, მაგინებთ, მალაძავთ, 1000 სისულელეს წერთ ჩემს…

Posted by Giorgi Pkhakadze on კვირა, 28 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....