ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძნა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელსი მიმართვას ავრცელებს.
ექიმი აღნიშნული მიმართვით მოლდოვის პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც მაია სანდუ აცხადებს, რომ რუმინეთმა მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზა გადასცა.
„მოლდოვას დღეს რუმინეთმა აჩუქა ვაქცინის გარკვეული დოზები. ჩვენ არც მეგობრები გვყავს?“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. პრეზიდენტის “ფეისბუქ” პოსტით ირკვევა, რომ მოლდოვამ გულუხვი საჩუქარი რუმინეთიდან მიიღო, რის გამო მაია სანდუმმა მათ მადლობა გადაუხადა. რუმინეთი მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზა გადასცა.