“ჟურნალისტთა ნაწილი გამოდის და საუბრობენ ტელევიზიები იმყოფებიან ზეწოლის ქვეშო? უნამუსოები ხართ და მეტი არაფერი”, – ამის შესახებ ეკონომისტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
ლატარია აღნიშნული პოსტით მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტს ეხმიანება, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.
“ბიძინას მოსვლის შემდეგ ერთადერთი ტელევიზია, რომელიც დაიხურა იყო მე 9 არხი და ისიც იმიტომ, რომ იყო ბიძინას საკუთრება და რა ხდება ამის პარალელურად?
სამი ტელევიზია უბრუნდება კანონიერ მესაკუთრეს, მეოთხე ტელევიზიას უგრძელდება შეჩერებული ლიცენზია, იხსნება ახალი სამი რადიკალურად ოპოზიციური ტელევიზია… და რა მინდოდა მეთქვა ამ ყველაფრის ფონზე, ჟურნალისტთა ნაწილი გამოდის და საუბრობენ ტელევიზიები იმყოფებიან ზეწოლის ქვეშო? უნამუსოები ხართ და მეტი არაფერი… დიდი წერტილი!” – წერს ირაკლი ლატარია.
ბიძინას მოსვლის შემდეგ ერთადერთი ტელევიზია, რომელიც დაიხურა იყო მე 9 არხი და ისიც იმიტომ, რომ იყო ბიძინას საკუთრება და…
Posted by ირაკლი ლატარია on შაბათი, 27 თებერვალი, 2021
შეგახსენებთ, გუშინ, ჟურნალისტთა ნაწილმა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტს საფრთხისშემცველი მედიაგარემო შესახებ მოაწერენ ხელი, რომლებმაც ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა.