ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გარდაცვლილი ქალი სახრჩობელაზე მაინც ჩამოკიდეს – ჩამოხრჩობის უფლება დედამთილს მისცეს

ირანში მცხოვრებ ზაჰრა ისმაილს, რომელსაც მეუღლის მკვლელობა ედებოდა ბრალად, სიკვილი მიუსაჯეს. ზაჰრა ისმაილის თვალწინ 16 მსაჯვრდებული სახჩობელაზე ჩამოკიდეს. ქალმა შემზარავ სანახაობას ვეღარ გაუძლო,გულის შეტევა მიიღო და გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, ქალი სახრჩობელაზე მაინც ჩამოკიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ქალის ადვოკატი აცხადებს, რომ მასზე ქმარი სისტემატიურად ძალადობდა.

„ზაჰრა ისმაილი ქმრის მკვლელობისთვის გაასამართლეს, მისი მეუღლე დაზვერვის მაღალჩინოსანი იყო. ზაჰრას ადვოკატი ირწმუნება, რომ ქმარი მასზე და მათ შვილებზე ძალადობდა. რძლის ჩამოხრჩობის უფლება კი დედამთილს მისცეს. უსიცოცხლო სხეულს დაღუპული კაცის დედამ ხარაჩო სიმბოლურად გამოაცალა…

ზაჰრა ისმაილის “ჩამოხრჩობა” სისასტიკით ცნობილ რაჯაი შაჰრის ციხეში, ოთხშაბათს, ქალაქ ყარაჯში, მოხდა.

ირანის სტანდარტებით ერთ დღეში 17 ადამიანის სიკვდილით დასჯა იშვიათია.” – წერს გამოცემა.

იტვირთბა....