ჭიათურაში დაკარგულ 24 წლის კახა კახიანს ეძებენ. ბოლოს, მამაკაცი დღეს, 15:00 საათზე საჩხერესთან ახლოს ნახეს.
ოჯახის ახლობლის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს წლებია ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
“დედა ჰყავს სახლში, რომელიც ყურადღებას არ აკლებდა. დღეს რა მოხდა არ ვიცი. საქმეში პოლიციაც არის ჩართული,” – ამბობს ოჯახის ახლობელი.
თუ მის შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ ოჯახის ახლობელს დაუკავშირდეთ, ნომერზე: 598773309