დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინების განაწილების კუთხით დიდი უსამართლობა ხდება, რადგან დოსების თითქმის 70% რამდენიმე ქვეყანაზე მოდის.
როგორც ამირან გამყრელიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, დღეს ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია.
“ძალიან დიდი კონკურენციაა და, პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში, რადგან დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70% მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ვაქცინის ჩამოტანის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და ისევ უცნობია როდის და რა ვაქცინას მივიღებთ.