ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “ჰოლივუდს შეშურდებოდა, ისეთი თემატიკა იყო”- გოგაშვილი პირადი ცხოვრების კადრებზე საუბრობს

“კომპრომატები იდო “ტაქსის მძღოლიდან დაწყებული, მუშა მოსამსახურიდან დაწყებული უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით,”- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ტვ “პირველთან” ინტერვიუში აცხადებს, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების არსებობაზე საუბრობს.

გოგაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლებაში მყოფი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადამღები პირები არათუ დაისაჯნენ, დააწინაურდნენ და ბევრად მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

“ჰოლივუდს შეშურდებოდა, ისეთი თემატიკა იყო,”- ამბობს გოგაშვილი.

კითხვაზე, ეს ადამიანები დღესაც აკეთებენ თუ არა იგივეს, პასუხობს: ” ძალიან დიდი რისკა, როცა ამ ტიპის ადამიანებს დააწინაურებ, დიდი შანსია, რომ მან რაღაც ცუდი კიდევ გააკეთოს,- ამბობს გოგაშვილი.

როგორც გოგაშვილი ტვ “პირველთან” ინტერვიუში აცხადებს, ეს პირები თავიანთი მოქმედებებით მმართველ გუნდსაც დაღუპავენ,.

“სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც იმ პერიოდში ამას ქმნიდნენ, დღეს უფრო დაწინაურებულები არიან და ძალიან ვწუხვარ, თუ ამ გუნდსაც დაღუპავენ ამ ბინძური საქციელით. ეს ადამიანები ახლა დიდ თანამდებობებზე არიან,’- აცხადებს გოგაშვილი.

იტვირთბა....