ხელისუფლებაში მყოფი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადამღები პირები დააწინაურდნენ და ბევრად მაღალ თანამდებობებს იკავებენ. “ქართულ ოცნებას” ამ ბრალს სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი უყენებს.
როგორც გოგაშვილი ტვ “პირველთან” ინტერვიუში აცხადებს, ეს პირები თავიანთი მოქმედებებით მმართველ გუნდსაც დაღუპავენ,.
“სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც იმ პერიოდში ამას ქმნიდნენ, დღეს უფრო დაწინაურებულები არიან და ძალიან ვწუხვარ, თუ ამ გუნდსაც დაღუპავენ ამ ბინძური საქციელით. ეს ადამიანები ახლა დიდ თანამდებობებზე არიან,’- აცხადებს გოგაშვილი.
გოგაშვილის თქმით, კომპრომატები იდო “ტაქსის მძღოლიდან დაწყებული, მუშა მოსამსახურიდან დაწყებული უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით.”
“ჰოლივუდს შეშურდებოდა, ისეთი ტემატიკა იყო,”- ამბობს გოგაშვილი.
კითხვაზე, ეს ადამიანები დღესაც აკეთებენ თუ არა იგივეს, პასუხობს: ” ძალიან დიდი რისკა, როცა ამ ტიპის ადამიანებს დააწინაურებ, დიდი შანსია, რომ მან რაღაც ცუდი კიდევ გააკეთოს,- ამბობს გოგაშვილი.
მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2013 წელს იმდროინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები განადგურდა და ხალხს სჯეროდა, ფარულ თვათვალს წერტილი დაესვა, აღმოჩნდა, ასე არ ყოფილა.