მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში ტრაგედია მოხდა. დაიწვა 83 წლის ქალი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოხუცი მინდორში ბალახისთვის მოკიდებულ ცეცხლში გაეხბია და დაიწვა.
,,83 წლის ქალი დაიწვა, თავის მიწის ნაკვეთში, გამხმარი ბალახისთვის ცეცხლი მოუკიდებია როგორც ჩანს ცეცხლი გაძლიერდა და თავადაც მოეკიდა ტანსაცმელზე, წელს ქვემოთ მთლიანად დაიწვა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.”, – ყვებიან ადგილობრივები “პრაიმტაიმტან.”
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სახანძრო.
გარდაცვლილი უკვე რუსთავის პროზექტურაშია გადაყვანილი.