ახალი ამბები მთავარი სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

შიანაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც “ნაცმოძრაობას მიმართავს, – გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც 23 თებერვალს ოფისიდან ამოღებული სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა გადაეცემა.

„2021 წლის 23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს და დალუქეს, რადგან არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 23 თებერვალს “ნაცმოძრაობის” თავჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

 

იტვირთბა....