მთავარი ციტატა

“ბურჯანაძე პოლიტიკური გვამია და ამ აქციებით გაცოცხლებას ლამობს” – ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სკანდალური აუდიოჩანაწერი შეახსენეს

„პოლიტიკური გვამია [ნინო ბურჯანაძე] და „გაცოცხლებას“ ლამობს ამ აქციებით, საქართველომ ომი დაიწყოო, კოსაჩოვს 20 ივნისის თვალების დათხრის შემდეგ, გავრილოვის გამო ბოდიში მოუხადა“.

თაკო ჩარკვიანი – “კანონი და სამართლიანობის” პიდერი

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

“სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა ნინო ბურჯანაძის ოპოზიციიდან ჩამოშორება მას შემდეგ მოითხოვა, რაც საზოგადოებაში კიდევ ერთხელ აქტუალურ თემად  2019 წლის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი იქცა, სადაც ბურჯანაძე შვილთან ერთად ფიგურირებს.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, კონსტანტინე კოსაჩოვს ბოდიშს უხდის. ამის ამსახველი აუდიო-ჩანაწერი 2019 წელს, ნინო ბურჯანაძის და მისი ვაჟის, ანზორ ბიწაძის რუსეთში ვიზიტის შემდეგ რუსულ მედიაში გამოქვეყნდა.

ამავე თემაზე იხილეთ თაკო ჩარკვიანის ფეისბუქპოსტი

იტვირთბა....