“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”, – აღნიშნული განცხადება ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ bm.ge-თან საუბრისას გააკეთა.
ბიზნესმენმა გამოცემასთან ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრისას, პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდა.
“ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები, იმიტომ რომ ბიზნესის მუშაობის შედეგი ჩანს თვალნათლივ, ბიუჯეტშია ასახული, პოლიტიკოსების მუშაობით არ ჩანს არაფერი.
ის, რომ სავაჭრო ქსელებიდან უამრავი პროდუქცია გამოდის, ის, რომ ელექტროენერგია ირთვება, ის, რომ მანქანები მუშაობენ, ეს ხომ ბიზნესის დამსახურებაა? რომელმა პოლიტიკოსმა გვირჩია ეს გააკეთეთო, ან ვინ დაუჯერებს. დროს ნუ ხარჯავენ ჩვენზე პატრიოტულ მოწოდებებში, ჩვენ პატრიოტები ვართ… დრო დახარჯონ თავიანთი თავის განვითარებაზე.
ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანას უჭირს, ხალხი შიმშილით კვდება, ჩვენ აქ ვსხედვართ… ეს პათოსი მოსმენილი მაქვს პარტიულ ყრილობაზე ჩემს ახალგაზრდობაში. ტექსტი არ იცვლება. ახალგაზრდები მოდიან, მაგრამ მენტალიტეტი ძველი აქვთ”-აცხადებს თემურ ჭყონია.