ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ ვამართლებ, მაგრამ არა გულში, არამედ სხეულის სხვა ნაწილში დაეჭრათ! სად გაიქცეოდა…” – სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი პოლიციის დასჯას ითხოვს

ზუგდიდში, 26 თებერვალს ოქროს ბირჟის ძარცვის ფაქტზე დევნის ოპერაციის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები იმ პოლიციელების დასჯას ითხოვენ, რომლებიც უშუალოდ დევნის პროცესში იყვნენ ჩართულნი.

ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ მოკვლას, დამნაშავისთვის თუნდაც 20 წელი პატიმრობა მიესაჯათ სჯობდა.

„მე არ ვამართლებ მას, ხომ გააკეთა ეს, მაგრამ არა გულში, არამედ სხეულის სხვა ნაწილში დაეჭრათ, რაც სიკვდილს არ გამოიწვევდა. სად გაიქცეოდა ეს დაჭრილი, გამინადგურეს“,- ამბობს გარდაცვლილის დედა მადონა ფიფია.

შეგახსენებთ, გუშინ, ზუგდიდში ოქროს ბირჟაზე თავდასხმელი მამაკაცი პოლიცისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს გარდაიცვალა. 

 

იტვირთბა....