ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომელმა ქვეყნებმა მიიღეს გუშინ COVAX-ის პლატფორმიდან ვაქცინები და რა ინფორმაციას ასაჯაროვებს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებმაც 26 თებერვალს ვაქცინების დოზა მიიღეს.

ექიმი აღნიშნულ ინფორმაციას  COVAX-ის პლატფორმის მონაცემებზე დაყრდნობით ასაჯაროებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

„26/02/21 – 504 ათასი ასტრაზენეკა/ოქსფორდის დოზა მიიღო აფრიკულმა სახელმწიფო კოდიუვარმა.

26/02/21 – სამხრეთ კორეამ მიიღო 117 ათასი ფაიზერის ვაქცინა, როგორც კოვაქსის პლათფორმის თვით-დაფინანსებადმა ქვეყანამ. ვინ იქნება შემდეგი/“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....