ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ზოოპარკში სპილომ მოკლა

ABC News ინფორმაციით,   ესპანეთში,   ჩრდილოეთ  კანტაბრიას   პროვინციაში,  სამართალდამცველები მკვლელობის საქმეს იძიებენ.

როგორც აღნიშნული მედია იუწყება, „ადგილობრივ ზოოპარკში, სპილომ თანამშრომელი მოკლა“ .

გამოცემის ცნობით, კანტაბრიას ავტონომიური გაერთიანების მთავრობის განცხადებით 44 წლის ხუაკინ გუტიერეზი ხუთშაბათს, კლინიკაში, სპილოს მიერ მიყენებული დაზიანების გამო გარდაიცვალა.

კაბარსინოს ბუნების პარკში, მაშინ როდესაც ჯოანქუინ გუტიერეზი სპილოს ვოლიერს ასუფთავებდა, ცხოველმა მას თავისი სხეულით, ძლიერი დარტყმა მიაყენა. მან მსხვერპლი გალავნის გისოსებს მიანარცხა და თავის არე დაუზიანა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად გარდაცვლილის ზოოპარკში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებისა, თუ რამ გამოიწვია სპილოს მსგავსი გაღიზიანება, ჯერჯერობით დაუზუსტებელია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ABC News-ის თქმით, აღნიშნული ცხოველი ორსულად და ამასთან ერთად ავადაც იყო. მას ფეხში ინფექცია ჰქონდა შეჭრილი.

იტვირთბა....