პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
ხიდაშელი საზოგადოებას მადლობას უხდის და ამბობს, რომ ყოველ დილით თვალს იმედით ახელს.
„დიდი მადლობა ყველას. ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს, მოვიწერო, გადავიარე. მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული.ყოველი ძვალი, კუნთი ყველა წაიღო. ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე .
ესაა დათო უკეთაა , დედაც, ბიჭებიც. აქ კალენდარი არ მუშაობს/ 10, 12, 14 დღეა უკვე და ჟანგბადი უბრალოდ არ არის. არ ვიცი, საიდან მოვა.” – წერს ხიდაშელი.
ცნობისათვის, თინა ხიდაშელი რამდენიმე დღეა კორონავირუსითაა ინფიცირებული და მას ჯანმრთელობა საკმაოდ გაუუარესდა.