საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
“მეტრონომი” ანდრია ჯაღმაიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე და მოადგილე რომ არიან, მუდამ ცილისწამებებით და სკანდალური ფანტაზიორობით რომ ცდილობენ ყურადღების მიქცევას, გთხოვთ მათ პოსტებს და სქრინებს ნუ მომაწვდით, იმედია ხვდებით ვისაც ვგულისხმობ. მე არ ვარ ექიმი და თუ თქვენ შეატყვეთ, რომ ნამეტანი გადაამეტეს, ბოლოს და ბოლოს ფსიქოლოგებს გადაუგზავნეთ, ამით მათაც შეეშველებით და მათ მკითხველსაც“ – წერს ჯაღმაიძე.