ნიგერიის ჩრდილოეთში, 26 თებერვალს, დილით შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან რამდენიმე ასეული გოგონა გატაცეს. – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-სი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზამფარის შტატში მომხდარი ასეთი ინციდენტი პირველი არაა ნიგერიაში. მოწაფეთა გატაცება არაერთხელ მომხდარა ამ ქვეყანაში.
ამასთან, როგორც Associated Press-ს ერთმა მშოლებლი უყვება, რომ სკოლის ადმინისტრაციის თანახმად, დაკარგულია 10-დან 13-წლამდე ასაკის 300 გოგონა.
ადგილობრივი მცხოვრების, მუსა მუსტაფას თანახმად, შეიარაღებულმა პირებმა იერიში მიიტანეს ასევე სამხედრო ბანაკზე და გამშვებ-საკონტროლო პუნქტზე და ამიტომ ვერ მოახერხეს სამხედროებმა შებრძოლებოდნენ მოძალადეებს, რომლებიც დიდხანს იმყოფებოდნენ სკოლის ტერიტორიაზე.
აღნუშნული მედიასაშუალების ცნობითვე, ამ დროისთვის უცნობია დაღუპულთა და დაშავებულების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია.
უშიშროების ძალები დამნაშავებს ამ დრომდე ეძებენ.