ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“არ ვაპირებ პირბადის მოხსნას… ვაქცინაციის მიუხედავად, შესაძლებელია ვირუსის გადამტანები იყოთ” – ბილ გეითსი

„მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი, ბილ გეითსი აცხადებს, რომ იმუნიტეტის მიუხედავად, მაინც არ აპირებს პირბადის მოხსნას. – ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

ბილ გეითსმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა. ამის მიუხედავად, გეითსი დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების დაცვას აპირებს.

„მინდა, კარგი მაგალითი ვიყო სხვებისთვის. არ ვაპირებ პირბადის მოხსნას, ვიქნები ყურადღებით იმ ადამიანებთან, რომლებსაც ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა გეითსმა.

ცნობისთვის, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღეს, მოუწოდებს, მაინც ატარონ პირბადე, ყურადღება მიაქციონ ხელების ჰიგიენას და დაიცვან სოციალური დისტანცია.

იტვირთბა....