ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუთუ საპროტესტო ტალღის სამართავად ვირუსი და შეზღუდვები აწყობთ” – მიშა მშვილდაძე ვაქცინის დაგვიანების შესახებ საუბრობს

პროდიუსერი და ტელე-წამვანი მიშა მშვილდაძე სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.

მშვილდაძე აღნიშნულ მიმართვაში საქართველოში დაგვიანებული ვაქცინის შემოტანის საკიხთზე საუბრობს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

“ერთი კითხვა მაქვს – დღესაც ფიქრობთ რომ ვაქცინა იმიტომ ვერ შემოიტანეს ვერც ერთი ცალი, რომ ღარიბები ვართ და ჯერ მდიდარმა ქვეყნებმა დაიტაცეს და ამავდროულად ფულზეც არაა, ვერ იყიდი ფულს რომც იხდიდე და თან არც ისეთი ღარიბები ვართ, რომ შევეცოდოთ და მოგვცენ, როგორც ბოლოს გვითხრეს – ანუ ახლა, აი ამ მომენტისთვისაც ვინმეს გგონიათ, რომ ვაქცინის საჩალიჩოდ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ ქვეყანა და ვერაფრით ვერ ვიშოვეთ ვერცერთი ცალი?! – იმიტომ რომ თუ ასე არ ფიქრობთ, მაშინ რა გამოდის? რატომ არ შემოაქვთ? ნუთუ საპროტესტო ტალღის სამართავად ვირუსი და შეზღუდვები აწყობთ და ავადმყოფობისა და სიკვდილისთვის იმეტებენ მოსახლეობას? სად დაამთავრებენ ტროიკა თუ ასეა, ხვდებით ხო?” – წერს მშვილდაძე.

ერთი კითხვა მაქვს – დღესაც ფიქრობთ რომ ვაქცინა იმიტომ ვერ შემოიტანეს ვერც ერთი ცალი, რომ ღარიბები ვართ და ჯერ მდიდარმა…

Posted by Misha Mshvildadze on პარასკევი, 26 თებერვალი, 2021

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი-ორი კვირით გადაიწია.

იტვირთბა....