საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.
ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 542 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო საერთო ჯამში ვირუსისგან 264 589-მდე პაციენტი განიკურნა.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ისგან 14 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში ვირუსს კი 3 499 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში გამოვლინდა.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი, ხოლო ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 7 304 ადამიანი იმყოფება.
სულ 6 ოქტომბრიდან – 26 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 209 პირი.