ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მძიმედ ვარ… პირველად ვარ ასეთი დეპრესიული” – 82 წლის მწერლის ემოციური განცხადება

რამდენიმე დღის წინ მწერალმა და ყოფილმა დიპლომატმა, გელა ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში ლექსი სახელწოდებით – “იზოლაცია. დეპრესია. სიზმარი” გამოაქვეყნა.

“შემეკითხა კოვიდე:
„შენთან ხომ არ მოვიდე?“
ვუპასუხე გულგახეთქვით,
თუ არ მომკლავ, მოდი-მეთქი.
(გაიღიმა)
მაგას ვერ შეგპირდებიო,
სპეც-სიაში მჭირდებიო.”

ამის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ მწერალს, გელა ჩარკვიანს ხომ არ დაუდასტურდა კორონა, თუმცა ის “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ვირუსი არა, მაგრამ დეპრესიული განწყობა უკვე ექვსი თვეა აქვს.

კორონა არ მაქვს. ექვსი თვეა ცუდად ვარ. ფიზიკურად ვარ ცუდად. 82 წლის ვარ, კაცო. არაფრის თავი არ მაქვს. არც ინტერვიუ მიმიცია, არც არსად გამოვჩენილვარ.

პანდემიით გამოწვეული დეპრესია მაქვს. ჩემ დღიურებს გადავხედე და 2019 წელი ისეთი აქტიური მქონდა… 2020 წლის პირველი თვის შემდეგ ნელ-ნელა წყდება ყველაფერი.

მოკლედ, მძიმედ ვარ… ვერც ვწერ, ვერც ვუკრავ. სურვილი არ მაქვს. მთელი ცხოვრება, ყოველდღე ერთ საათს მაინც ვუკრავდი ფორტეპიანოზე. აღარ ვუკრავ. არც მახსოვს, ოდესმე თუ ვუკრავდი. დეპრესიაც ხომ სურვილების დეფიციტია. არაფერი აღარ გინდა.

პირველად ვარ ასეთ დეპრესიულ მდგომარეობაში. 82 წლის რომ ხარ, წინ რა გაქვს? არაფერი…გარდა ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტისა. თუმცა ამ მომენტის დადგომა შენზე არ არის დამოკიდებული.” – განუცხადა “პრაიმტაიმს” გელა ჩარკვიანმა.

იტვირთბა....