ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიდრე არ იქნება ავიაბილეთის თარიღი, აღარ დავასახელებ” – თამარ გაბუნია ვაქცინის შემოტანაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინის ჩამოტანის თარიღს იქამდე აღარ დაასახელებს, ვიდრე ავიაბილეთის თარიღი არ იქნება ცნობილი.

როგორც გაბუნია ამბობს, გასაგებია, რომ თარიღეის გადადება საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს.

“როდის იქნება კონკრეტული თარიღი, ამასთან დაკავშირებით მიდის ისევ კონსულტაციები, მე დღეს ამას აღარ დავასახელებ, ვიდრე არ იქნება კონკრეტულად ავიაბილეთის კონკრეტული თარიღი, რითიც ჩამოვა ეს ტვირთი აქ, უკვე ძალიან რთულია და მე მესმის დაბნეულობასაც იწვევს საზოგადოებისთვის ეს გადავადებების დააანონსება”, – განაცხადა გაბუნიან რუსთავი2-ის ეთერში

საქართველოში ვაქცინის ჩამოტანის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და ისევ უცნობია როდის და რა ვაქცინას მივიღებთ.

 

იტვირთბა....