ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) მელიას ოჯახმა გირაოს უზრუნველსაყოფად ერთ მილიონად შეფასებული საგვარეულოს ბინა ჩადო

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ პირველად დაკისრებული გირაო, რომელიც 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით 30 ათასს ლარს შეადგენდა, შესაბამისი უძრავი ქონების ჩადებით გადაიხადა. ირკვევა, რომ გირაოს სანაცვლოდ ჩადებულია თითქმის მილიონ ლარად შეფასებული საგვარეულოს საცხოვრებელი ბინა.

როგორც თავად მელიას მამა, ნაზორ მელია TV “პირველთან” აცხადებს, გაუგებარია, პროკურატურა დამატებით თანხას რატომ ითხოვს, როცა ბევრად მეტი ღირებულების ქონებაა ჩადებული და ხელი მიუწვდება.

“ბინა იყო ჩადებული, რომელიც ერთ მილიონამდე იყო შეფასებული. მისულიყვნენ, და 30 ათასს რომ ითხოვდნენ დადაყადაღებული იყო ჩვენი ბინა, ის გაეზარდათ და იქნებოდა ყველაფერი ნორმალურად, ხომ მართალია.

ეს არ გააკეთეს და გუშინ რომ გამოვიდნენ, რატომ იმასხარავებენ თავს. თუ გადაიხდი ამ გირაოს, მაშინ საქართველოს მოღალატე არ არის, ეს ყველაფერი 40 ათას ლარადაა შეფასებული?”- აცხადებს ანზორ მელია.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა – 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მისთვის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით მიმართა. პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი 16 თებერვალს მოუხსნა, ხოლო 17 თებერვალს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა და პატიმრობა შეუფარდა.

23 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა და ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავა.

იტვირთბა....