ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციამ მორიგი “მაშტაბური“‘ აქცია დააანონსა და კვლავ ვერ შეძლო არა თუ მიტინგების აგორება, არამედ პროტესტის გაშლაც კი.
ცუცქირიძის განმარტებით, ფაქტია, რომ ხალხი არ უერთდება არც ამ პროტესტს, არც მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნების შინაარს და არც რადიკალიზაციის პათოსს იზიარებს.
„დღეს უკვე ღიად იკვეთება ახალი რეალობა, ადამიანებს უბრალოდ არ სურთ ვინმეს თავი გამოაყენებინონ და სხვისი ინტერესების და, კეთილდღეობისათვის დადგენ ქუჩაში, ოდენ მასოვკად, თავად კი მოტყუებული დარჩენ. მით უმეტეს წარსულის მწარე გამოცდილებიდან რევოლუციური სცენარი კიდევ უფრო მიუღებელია. ეს ახალშექმნილი რეალობა, იმაზეც მიუთებს, რომ ადამიანებს მათი პრობლემების მოგვარება და ამ საკითხების პარლამენტში გადატანა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ქუჩის პროტესტი, რასაც ყველა საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, იქნება ეს უმუშევრობა თუ სიღარიბე. რადიკალიზაციით და მოთხოვნების აპრიორად ვადამდელის მოთხოვნა, არჩევნების “ტოტალურ გაყალბებაზე” და ახლა ნიკანორ მელიას უსამართლო დაპატიმრებაზე სწორედ მათ მხარდამჭერ ელექტორატსაც აღარ სჯერავს, თორემ ხალხმრავალი მიტინგებიც გვინახავს და პერმანენტული აქციებიც, თან არაერთი. ეს არის სულ, ფსევდო ტელეფეისებამდე დასული, ამ ჭაობის ოპოზიციის ბოლო აკორდიც“ – წერს გიორგი ცუცქირიძე.