ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მომიტინგეებმა პარლამენტთან 7 კარავი გაშალეს – “მეტრონომის” რეპორტიორი ადგილიდან

“მეტრონომის” რეპორტიორის ინფორმაციით, საკანონდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ამ პარლამენტთან შვიდი კარავია. აქტივისტების თქმით, კარვებს შესაძლოა კიდევ რამდენიმე დაამატონ.

კარვები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას და სამოქალაქო აქტივისტებს ეკუთვნით.  როგორც აქციის მონაწიელეები ამბობენ, პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა. ისინი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

ფოტოები ადგილიდან:

იტვირთბა....