ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობის ძიება იწყება

აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი კომპანია „OMV Petrom SA“ საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელშეკრულების პროექტი საქართველოს მთავრობამ უკვე მოიწონა.

ამასთან, როგორც ეკონომიკის სამინისტროშ აცხადებენ, ნავთობისა და გაზის კვლევა შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში დაიწყება. ამ ფაქტით საქართველო შეურთდება იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.

“უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია „OMV PETROM S.A.“
„OMV PETROM“-ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი „OMV“ – ის შვილობილი კომპანია.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში.” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....