“მთავარი საკითხია საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მკაფიო ანტირუსული რიტორიკა. პირველ რიგში, ეს ეხება თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსებისთვის სანქციები სულერთია, რადგან ეს ხალხი მიჩვეულია 900 დღე ძაღლების და კატების ჭამას. იგულისხმება ლენინგრადის ბლოკადა. ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს,”- ასეთი განცხადება გააკეთა ჟენევაში მიმდინარე მოლაპაარკებების დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
შეგახსენებთ, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღების საკითხზე. საუბრის კიდევ ერთი თემა შეხვედრაზე გალის რაონის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკძალვაა.