ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მოვიდა იმის დრო, ამ ხელისუფლებამ პასუხი აგოს” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

ოპოზიციის აქციის მხარდასაჭერად, პარლამენტის წინ კარავი გაშალა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი თქმით, კარავი პარლამენტის წინ დარჩება  და მოვიდა დრო, რომ “ხელისუფლებამ პასუხი აგოს”.

“მე წელიწადისა და ცხრა თვის განმავლობაში ვიყავი ზუსტად ამ ადგილას. სამი ზამთარი გავატარე აქ იმის მოთხოვნით, რომ დასჯილიყვნენ თემირლანის მკვლელები, დამდგარიყო სამართალი. მაგრამ იმის სანაცლოდ, რომ დაესაჯათ ეს ადამიანები, სახელმწიფომ შეცვალა კურსი და მთელი თავისი სიბინძურით დამეტაკა სახელმწიფო მახინჯი სისტემა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კარავი დაბრუნდებოდა თავის ადგილას, თემირლანის მკვლელების დასჯის მოთხოვნით.

მე არცერთი წუთით პროტესტი არ შემიჩერებია. სამი წელი გავიდა, მეოთხე დაიწყო სულ ქუჩაში ვარ და ვითხოვ, რომ დაისაჯოს, გამოვლინდეს თემირლანის მკვლელები. ეს კარავი აქ დარჩება, კიდევ დაშლიან? კიდევ დავდგამ. მაგრამ, ამათ ამის ძალა და ხელისუფლება აღარ აქვთ, მოვიდა იმის დრო, ამ ხელისუფლებამ პასუხი აგოს”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ცნობისათვის, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლებაა. ოპოზიციის ლიდერები აქციაზე, რომელიც ნიკა მელიას მხარდასაჭერად რამდენიმე წუთის წინ დაიწყო მხარდაჭერებს სიტყვით მიმართავენ.

იტვირთბა....