მსახიობ ზურა ყიფშიძის განცხადებით, არცთუ ისე იშვიათად, ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები ქალებს შორის უნდა ვეძებოთ. ამის შესახებ მან ოლგა ბაბლუანის გადაცემაში „რა დროს ძილია“ სტუმრობისას განაცხადა.
„გამომწვევი მიზეზი? რომ გააღიზიანო, გააგიჟო? ამას არ ვთვლით, მაპატიეთ?!. ხომ არ არის ყველა მანიაკი… ხომ არის, კაცი უბრალოდ გაბრაზდება და ამ გაბრაზების მიზეზი და ასე ვთქვათ, „ამგდები“ მოდის ქალისგან. ძალიან მიყვარხართ ყველანი და მაპატიეთ, მაგრამ ასეა. ძალიან ხშირად იმპულსი, რომ კაცი გადაირიოს, გაგიჟდეს და რაღაც საშინელება ქნას, ხშირად, სამწუხაროდ, ქალებისგან მოდის“, – განაცხადა ზურა ყიფშიძემ.