ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ჩმორები მათ ზემოთ მდგომი ჩმორებით ბლატაობენ უბანში” – ვახო სანაის მორიგი მიმართვა

ტელაწამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც მასზე განხორციელებულ თავდასხმას კიდევ ერთხელ ეხმიანება.

სანაია თავისივე პოსტში დასძენს, რომ ძალასობაზე ერთადერთი წამალი ჭრის – არაძალადობრივი პასუხი, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

“ეს ჩმორები ხომ მათ ზემოთ მდგომი ჩმორებით ბლატაობენ უბანში. და ის მთავრობასთან დაახლოებული ჩმორები, ხან კორცხელში რომ გზავნიან და ჩვეულებრივი განეცები არიან, ყველაზე სასაცილოები იცით, როდის ხდებიან – რაღაც რომ მოხდება და ეს მოძალადე სირები ბუჩქებში იმალებიან, სადარბაზოებში კი ქალებს ამორიგევებენ, იქნებ ჟურნალისტებს უთხრან, რა კარგი ,,ბავშვები არიან”, მხოლოდ საგუნდაოდ რომ ჩადიან ხოლმე უბანში..

ეს ძალად ძველი ბიჭები უცებ ,,ბავშვებად” რომ გადაიქცევიან და ეს ამბავი მთელ ქვეყანას დედამ, მამიდან, ბიცოლამ უნდა აცნობოს ტელევიზიით. ოღონდ ახლა გადაარჩინონ და ,,ბავშვიც” გახდება, მოგუნდავეც და ასე შემდეგ აბა, როგორ იკადრებდნენ უკნიდან მოპარვას, წაქცეულზე თავდასხმას, ქალზე დარტყმას, ბავშვის

ისტერიკაში ჩაგდებას… მოგუნდავე ბავშვები

ჩვენ უფრო მეტნი ვართ, განუზომლად ძლიერებიც. ეს ქვეყანა ვერ წავა იმ გზით, მათ როგორც სურთ და ჰგონიათ.

ძალასობაზე ერთადერთი წამალი ჭრის – არაძალადობრივი პასუხი. მხოლოდ ეს მიდგომა კურნავს. როცა ამ პროფესიაში ხარ და ამ ქვეყანაში, მზადა ხარ მუშტისთვის, ჯოხისთვის, იარაღისთვის, ციხისთვის – ყველაფრისთვის. ეს შეგვაშინებს და დაგვთრგუნავს ჩვენ?  პირიქით, შეუდარებლად გვძლიერებს. ხელისუფლებაში ჰგონიათ, რომ თავიანთი განცხადებებით აბულინგებენ ჟურნალისტებს. აი ვოლსკის ჰგონია, რომ რომელიმე ჟურნალისტს დათრგუნავს, თუ ზონდერს დაუძახებს?  ამ 20-22 წლის გოგო-ბიჭებს მიკროფონებით რომ ათენებენ და აღამებენ, მოუგებენ და წაართმევენ ქვეყანას პარლამენტსა და თუ ქუჩებში ჩაცუცქულები ? რომ იცოდეთ, როგორ ცდებით.

ქუჩაში ხელის მომქნევ ზომბებსაც ეშველებათ; ფეისბუქში რომ იქნევენ ხელებს, მათაც ეშველებათ; საერთოდ მთელ ქვეყანას მიეცემა შანსი. ბაჩოსაც ვუშველით და გურისაც  ეგენიც ჩვენები არიან.” – წერს სანაია.

ეს ჩმორები ხომ მათ ზემოთ მდგომი ჩმორებით ბლატაობენ უბანში. და ის მთავრობასთან დაახლოებული ჩმორები, ხან კორცხელში რომ…

Posted by Vakho Sanaia on პარასკევი, 26 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....