ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თვდამსხმელებს ბრალი წაუყენეს

ჟურნალისტ, ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ღნიშნულის შემდეგაც სასამართლო უკვე აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

მათივე ცნობთ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდება პატიმრობას ითხოვს.

ბრალდებულებთან, იზოლატორში უკვე იმყოფებოდნენ ადვოკატები.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი.

შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.

 

 

იტვირთბა....