ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის ფაქტს ტელეწამყვანი შალვა რამიშვილმა ემხაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ხო დაინახე, რო ქალებთანაა?! გაეშვი, რა…
მერე საქმეს რო ურჩევ, არასწორ მხარეს დგახარო…
უთხარი და გააგებინე ზრდილობიანად. რას ურტყამ… ერევი?!
მე რო ნოდარა მელაძეზე გავიწიო, ხო ვიქნები ნოდარა მელაძე?!
მიდი, აბა, უდესიანს გაეჭიმე, ისიც ნაცია… ნოდარა მელაძეზე ასჯერ უფრო „აპასნი“!
P.S. და ზოგადად: ცემა არაპედაგოგიურია!“ – წერს რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი.
შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.