ზიმბაბვეში ვაქცინაცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აფრიკულმა ქვეყანამ “სინოფარმის” წარმოებული ჩინური ვაქცინის პირველი დოზები მიიღო და სამედიცინო პერსონალის აცრა დაიწყო. პირველ ეტაპზე ქვეყანაში 200 000 დოზა შევიდა. – ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს
ზიმბაბვეს პრეზიდენტი ვაქცინით უკვე აიცრა და მოსახლეობასაც მოუწოდა, რომ აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამა კი წლის ბოლომდე მინიმუმ 10 მილიონ ზიმბაბველის ვაქცინირებას ისახავს მიზნად.
ზიმბაბვე აფრიკის კონტინეტის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მისი მოსახლოება 15 მილიონს აღწევს.
“ბლუმბერგის” მიხედვით, 26 თებერვლის მონაცემებით მსოფლიოში კორონას ვაქცინის 225 მილიონზე მეტი დოზაა გაცემული. ამ სიაში ლიდერობენ ამერიკის შერთებული შტატები: 68 მლნ.; ჩინეთი -40 მლნ.; გაერთიანებული სამეფო – 19 მლნ.
როდის შემოვა ვაქცინა საქართველოში, ჯერჯერობით ისევ უცნობი რჩება.