“სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმაც კი ვადამდელი არჩევნები დანიშნა, თავის დროზე. ზოგიერთი ამბობს, რომ კიდეც გააყალბა მაშინ, მაგრამ პარტნიორ სახელმწიფოებს მაინც სააკაშვილი ერჩივნათ იმ დროს და გაჩეჩილაძის მხარდაჭერისგან თავი შეიკავესო,” – აღნიშნუნულის შესახებ ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც არჩილ გამზარდია მოიაზრებს, თუ ქართულ ოცნებას”, “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”, “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებელს” კოალიციის შექმნა მოუწევს ეს ფრიად საოცარი სანახაობა იქნება.
“თავდაჯერებული ხელისუფლება საზოგადოებრივი დაპირისპირების რისკების საწინააღმდეგოდ, მარტივად ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
გამოდის, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი შანსები გაუყალბებელ თუ ნაკლებად გაყალბებულ არჩევნებში, იცის, რაც იქნება, ამიტომ ერიდება მაქსიმალურად.
სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმაც კი ვადამდელი არჩევნები დანიშნა, თავის დროზე. ზოგიერთი ამბობს, რომ კიდეც გააყალბა მაშინ, მაგრამ პარტნიორ სახელმწიფოებს მაინც სააკაშვილი ერჩივნათ იმ დროს და გაჩეჩილაძის მხარდაჭერისგან თავი შეიკავესო. ეს ჩვეული ამბავია, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები დროდადრო მხარს მაინც თავისთვის მოქნილ პოლიტიკურ პირებს უჭერენ მხარს.
ამ უკანასკნელის ახსნას თუ რეალისტურად ჩავთვლით, გამოდის რომ “ქართული ოცნება” არც იმის იმედზეა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს დაუჭერენ.
ამდენი არასრულფასოვნების კომპლექსი კი ხელისუფლებას ხდის უფრო ტირანსაც და უფრო არაადეკვატურსაც.
ჰოდა, სანამ გონიერების თეორიული შანსი მაინც არსებობს ხელისუფლებაში (ვშიშობ, თეორიულიც კი მინიმუმზეა), გონივრული იქნება ვადამდელი არჩევნები.
ჰო, იმის ილუზია რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებას სრულად ჩაეხსნება, მაინც ნურავის ექნება. ნორმალურად ჩატარებულ არჩევნებშიც კი ამჟამინდელი მმართველი პარტია მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, შემდეგ ყოფილი მმართველი პარტია და ა.შ.
აი, კოალიციის შექმნა რომ მოუწევს ერთად “ქართულ ოცნებას”, “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”, “ლელოს”, “სტრატეგია აღმაშენებელს” და ა.შ. ფრიად საოცარი სანახაობა და გასართობი გვექნება დამიჯერეთ.
მერე ნაცები ნაცებს დასცხებენ ოცნებასთან კოალიციაში როგორ შედიხართო, ოცნების ამომრჩევლები ოცნებას დასცხებენ, ნაცებთან კოაბიტაციაში როგორ ხართო, სხვები აქა-იქ კანტი-კუნტად იქნებიან და ასე…
მაგარს გავერთობით.
ერთადერთი კარგი კი ამ სურათში ის იქნება, რომ ძალაუფლების უკონტროლებლობის რისკი შემცირდება, დანარჩენზე რა გითხრათ.” – წერს არჩილ გამზარდია.
თავდაჯერებული ხელისუფლება საზოგადოებრივი დაპირისპირების რისკების საწინააღმდეგოდ, მარტივად ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს….
Posted by Archil Gamzardia on პარასკევი, 26 თებერვალი, 2021