თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული შემთხვევის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული. გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.