შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აქცია მსვლელობის გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.
შსს-ს ცნობით, ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.
მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:
- ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა
- მიტროფანე ლაღიძის ქუჩა
- ბესიკის ქუჩა
- ლესია უკრაინკას ქუჩა
- ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა
- 9 აპრილის ქუჩა
- ანტონ ფურცელაძის ქუჩა
- არჩილ ჯორჯაძის ქუჩა
- გია ჭანტურიას ქუჩა
- რეზო ლაღიძის ქუჩა
- ვასო აბაშიძის ქუჩა
- მესხიას ქუჩა
ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.