ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ლალი მოროშკინა სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
მოროშკინა აღნიშნულ მიმართვაში იმ ჩინოვნიკზე და ეპიდემიოლოგი საუბრობს, რომლებმაც მისივე თქმით, პირადი გამდიდრების მიზნით ქვეყანაში ვაქცინა არ შემოიტანეს.
“მოდით კიდევ ერთხელ, გასაგებ ენაზე ავხსნი!
მსოფლიოში 25 ქვეყანაა მხოლოდ მძიმე ლოქდაუნის ქვეშ. ეს ის მოწინავე ქვეყნებია, რომლებიც ახალ ეკონომიკურ გადანაწილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.შესაბამისად სუბსიდიაც მაღალია და დაფინანსებაც.
ეს 25 ქვეყანა განსაზღვრავს ახალ მსოფლიო წესრიგს, ელექტრონულ კოვიდ პასპორტებს, რაზეც ანხელა მერკელი საუბრობს, ნანო ტექნოლოგიებს და ხელოვნური ინტელექტის მაქსიმალურად გამოყენებას.
ინგლისური შტამიც იმისთვისაა მოგონილი, რომ გათანგული და დაღლილი ხალხი ყველაფერზე ყაბულს იყოს.
ჩვენ, როგორც ეკონომიურად შეუმდგარი ქვეყანა, ცხადია არანაირად არ მოვიაზრებით, იმ 25-ში!
იბადება კითხვა:
რა ძალა გვადგა, რომ ასე ვკეტეთ ქვეყანა, წინ და უკან ვაკონწიალეთ იმთავითვე გაფუჭებული რობოტი, დავაქციეთ ეკონომიკა, როცა ჩვენხელა ქვეყნებმა ჩუმად, ისტერიკის გარეშე, გამოიარეს ეს რთული პერიოდი.არც არაფერი დაკეტეს და არც არაფერი შეზღუდეს, შესაბამისად არ ჩამოიშალნენ.
დასკვნა: დასასჯელია ყველა ის ჩინოვნიკი და ეპიდემიოლოგი, ვინც ქვეყანა არასწორი გზით წაიყვანა და მხოლოდ პირად გამდიდრებაზე იფიქრა!” – წერს ლალი მოროშკინა.