ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმდენ რამეზე ვარ დასაჭერი” – ვახტანგ მეგრელიშვილის მიმართვა

პარტია  „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში პოლიტიკური სიტუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა:

„ეს ხალხი თავისი მოქმედებით და სიტყვებით როგორც ამომრჩეველს ელაპარაკება, ისე მეც მელაპარაკება. გააჩნია როგორ მოიქცევიან, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. არავის არ აქვს ჩემზე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა. ვაკვირდები მშვიდად და ვიმოქმედებ იმის მიხედვით, როგორც ესენი იმოქმედებენ. ჩვენნაირ პარტიას ყველა დაიჭერდა, აქედან გამომდინარე, რაღაც თვალსაზრისით მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომ არ დაგვიჭირა.

ახლა მე იმდენ რამეზე ვარ დასაჭერი. ჩვენ რომ მართლა ასეთი მიდრეკილების ხელისუფლება გვყავდეს, დამიჭერდნენ. მელიამდე უნდა ვყოფილიყავი დაჭერილი. შესაბამისად, ამას ვაფასებ. არ მგონია, რომ ავტომატურად ბედნიერება მელოდება, თუ ეს ხელისუფლება წავა და სხვა მოვა, ამიტომ ვარ კრიტიკული. ოპოზიციის ქცევა, როგორი დამოკიდებულებაც ჩვენ მიმართ აქვთ, არის ძალიან საშიში. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ და ასე რომ მოიქცნენ, ხომ საშინელება დამემართება? ამ წამს მაშინებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე“ – ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

იტვირთბა....