ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ გსურთ შექმნათ ქვეყანა, მაშინ ორი ნაბიჯი გადადგით” – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.

ფხაკაძე აღნიშნულ მიმართვაში თუ ქვეყნის შენება გვსურს ამისთვის საჭიროა ორი ნაბიჯის გადადგმა.

“რეცეპტი გოლდა მეირისგან (ისრაელის პრემიერ მინისტრი 1969-1974 წლებში)

” თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან; თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების პერიოდში დატოვებენ;

თუ გსურთ შექმნათ ქვეყანა, რომელშიც მომავლის შიშის გრძნობა არ გექნებათ; მაშინ, ორი ნაბიჯი გადადგით!

1. კორუფცია გამოაცხადეთ ღალატის ტოლფასად –
ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე;

2 .სამი პროფესიის ადამიანები: სამხედროები, მასწავლებლები და ექიმები, გახადეთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და პატივსაცემ პროფესიის წარმომადგენლებად!
და რაც მთავარია – იმუშავეთ!იმუშავეთ და იმუშავეთ !

რადგან არავინ გიშველით, არავინ დაგიცავთ! თქვენ და არავის სხვას არ სჭირდება თქვენი ქვეყნის წარმატება და კეთილდღეობა!

როდესაც ეს გახდება არა უბრალოდ სიტყვები ან არა უბრალოდ ლოზუნგი, არამედ გახდება თქვენი ცხოვრების გზა, მაშინ მიაღწევთ მიზანს! ” – წერს გიორგი ფხაკაძე.

რეცეპტი გოლდა მეირისგან (ისრაელის პრემიერ მინისტრი 1969-1974 წლებში)
” თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი…

Posted by Giorgi Pkhakadze on პარასკევი, 26 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....