ეპიდემიოლოგები და ექსპერტები მსოფლიოს საშიშ სიგნალს უგზავნიან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მზადყოფნისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით შესაძლოა კორონავირუსზე 75-ჯერ უფრო მკვლელი, ნიპას ვირუსის აფეთქება მოხდეს. – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sun ავრცელებს.
ვირუსი, რომელიც Covid-19-ის მსგავსად ღამურების საშუალებით ვრცელდება, მკვლევარებმა 1999 წელს მალაიზიაში აღმოაჩნეს. მათი მონაცემებით, ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში მოსალოდნელი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40-დან 75%-მდეა.
ვირუსის ნიშნებია ტვინის შეშუპება, სურდო, ცხელება, გულისრევა. ამ ვირუსის ინკუბაციის პერიოდი კი 45 დღეა, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკს, რომ ფართოდ გავრცელდეს მასებში.
კენტუკის უნივერსიტეტის მოლეკულური და ბიოქიმიის დეპარტამენტის პროფესორი რებეკა დაჩი აცხადებს, რომ: ” მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ვირუსის აქტიური კერები არ გვაქვს, ნიპას აქვს ყველა თვისება, რომ გახდეს მსოფლიოს ახალი პანდემიის მიზეზი”
ნიპას გავრცელების გზად მკვლევარები ორ გზას ასახელებენ: ვირუსით დაბინძურებული საკვები და ადამიანის უშუალო კონტაქტი ცხოველთან. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი არ დადასტურებულა, თუმცა მომავალში როგორ მოიქცევა და როგორ მუტაციას განიცდის ვირუსი, მეცნიერებს ამის ვარაუდი უჭირთ.
რუკაზე შეგიძლიათ იხილოთ რისკის ზონის ქვეყნები, სადაც უკვე მოხდა ვირუსის ეპიდაფეთქება და სადაც არსებობს რისკის ზონები