თბილისში, ცინცაძის ქუჩის 3 ნომერში, ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპისთვის უცნობია რამ გამოიწია ხანძარი. ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.