თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარი თავი გააშარჟა. სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე, დედაქალაქში მოყინული გზებისა და ტექნიკური მარილის თემას კალაძე ფოტო-მონტაჟით გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე, “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები ტექნიკურ მარილს ხელით ყრიან.